11:27:46     19-10-2023
მეტი შესაძლებლობა დასაქმების მსურველებისთვის - „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის ახალიპოლიტიკა
„თეგეტა ჰოლდინგი“, რომელიც, 3000-ამდეთანამშრომლით, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესიდამსაქმებელია, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით ახალ გადაწყვეტილებას იღებს. განახლებული დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში,სამუშაოს მაძიებლებისთვის გამარტივებულიშესაძლებლობები შეიქმნა. მთელი ჰოლდინგის მასშტაბით, სასურველ პოზიციაზე დასაქმება ახლა უკვე ნახევარ განაკვეთზეა შესაძლებელი.
ახალი პოლიტიკის ფარგლებში, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის მიერჰოლდინგის მასშტაბით 200-ამდე პოზიციაგანისაზღვრა, რომლებზეც ნახევარ განაკვეთზე დასაქმებაა შესაძლებელი. ჰოლდინგის სხვადასხვა მიმართულებაში 30-ამდე ვაკანსიაზე შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია.
ვერიკო სიტნიკოვი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტისხელმძღვანელი: „წელს ჰოლდინგის ერთ-ერთი პრიორიტეტი დასაქმების შესაძლებლობის გაზრდა და ახალგაზრდების ამ მიმართულებით მხარდაჭერაა. იქიდან გამომდინარე, რომ სტუდენტებს, მათი სალექციო განრიგის გათვალისწინებით, უმეტესწილად უძნელდებათ სრულ განაკვეთზე დასაქმების შესაძლებლობების განხილვა, გადავწყვიტეთ, გადაგვეხედაადამიანური კაპიტალის შერჩევის პოლიტიკისთვის. შევიმუშავეთ მიდგომა, რამაც მოგვცა საშუალება, ახალი კანდიდატებისშერჩევისას მოქნილი პირობებით ვიხელმძღვანელოთ.
ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ კანდიდატებს მათ განრიგებზე მორგებული სამუშაო განაკვეთები და ამით წვლილი შევიტანოთბაზარზე ახალგაზრდების, და არა მარტო მათი,დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში“.
„თეგეტა ჰოლდინგი“, როგორც უმსხვილესი კომპანია, საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს აერთიანებს. მასშტაბიდან გამომდინარე, ნახევარ განაკვეთზე ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალიმრავალფეროვანია და სასურველი პოზიციის მოძებნა თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს შეუძლია.
„თეგეტა ჰოლდინგის“ მასშტაბით, ნახევარ განაკვეთზე არსებული ვაკანსიების ნახვა თეგეტას დასაქმების პორტალზეა შესაძლებელი - jobs.pointer.ge ან Jobs - TEGETA CARS (pointer.ge)
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს: Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.