11:04:35     21-09-2020
საქართველოში COVID-19-ით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებული მეოცე პაციენტი გარდაიცვალა. stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 3695 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1534 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 20.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -836.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს - 41.
0