Wolt-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება - ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ Wolt-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება - ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ />


  19:35:41     14-05-2025

Wolt-ის და საქართველოს ბანკის ერთობლივი შეთავაზება - ისარგებლეთ 12 თვემდე Wolt+ გამოწერის სერვისით უფასოდ

1747237022825x465.jpg

14 მაისი, 2025

საქართველოს ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, მის პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს  სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.

აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები და საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამის Gold სტატუსის მფლობელები Wolt+-ის  1 წლიან, ხოლო, Starter, Bronze და Silver სტატუსის მქონე მომხმარებლები 3 თვიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.

შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც  უფასო გამოწერა გაუაქტიურდებათ.

აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+ -ის გამოწერით, ამ შემთხვევაში დასრულების თარიღიდან  3 თვე ან 12 თვე აითვლება.

ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგ: სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება.

საქართველოს ბანკის შეთავაზებებს სრულად ნახავთ აქ, ხოლო Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე

 


ავტორი: R