რა წერილი გამოუგზავნა მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ? რა წერილი გამოუგზავნა მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ? />


  00:22:14     25-10-2019

რა წერილი გამოუგზავნა მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ?

მალხაზ კობაურს ხადას ხეობაში მოკლული რაიან სმიტის დედამ წერილი გამოუგზავნა, - აღნიშნულის შესახებ მალხაზ კობაურის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, წერილის შინაარსს არც თავად და არც მალხაზ კობაური არ იცნობს, ვინაიდან სასჯელაღსრულების სამინისტრომ მსჯავრდებულს მხოლოდ „საბუთზე მოაწერინა ხელი, რომ წერილი მიუტანეს, მისი გაცნობის უფლება კი არ მიუციათ“.

„წერილის შინაარს სამწუხაროდ, არც თავად მალხაზი გასცნობია, თუმცა ციხის ადმინისტრაციასთან იყო საუბარი და გვითხრეს, რომ რაიან სმიტის დედას აქვს კითხვები, ვარაუდები და სურვილს გამოთქვამს, რომ დამატებითი ინფორმაცია მიიღოს. წერილები სმიტების ოჯახის წევრებისგან ადრეც იყო, მაგრამ არ განიხილეს და არ გამოიკვლიეს. ეს ახალი წერილია უკვე პროცესის დასრულების შემდეგ. კობაური ფიზიკურად ვერ გაეცნობოდა წერილს - ენის კუთხით მას პრობლემები აქვს, წერილი ინგლისურ ენაზეა. გვითხრეს, სასამართლოში გაიგზავნა ეს წერილიო, თუმცა სასამართლოში ვერ გაიგზავნებოდა, რადგან სასამართლო მართმსაჯულება ამ საქმეზე დასრულებულია. ჩვენ წერილი ოფიციალურად გამოვითხოვეთ და სავარაუდოდ, მოგვცემენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელის მოწერის პროცედურასაც არ დაიცავდნენ,“- განაცხადა მამულაშვილმა.

ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მწყემსს, მალხაზ კობაურს უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

0

ავტორი: