11:32:18     16-10-2019
"75 წლის მამაკაცი მსხვერპლის ოჯახის მოპირდაპირედ ცხოვრობდა და მან ბავშვი სახლში შეიტყუა" - კასპში მომხდარი საზარელი შემთხვევის დეტალები
კასპში მომხდარი საზარელი შემთხვევა გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა.
სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა 75 წლის მამაკაცს, რომელიც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაშია ბრალდებული.
შემთხვევა კასპის რაიონში, სოფელ კავთისხევში მიმდინარე წლის ივლისის თვეში მოხდა. რადიო „მოზაიკის“ ინფორმაციით, მსჯავდებული 5 წლის ბავშვზე 5 თვის განმავლობაში ძალადობდა. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას, მოსამართლემ ბრალდებული კაცის ინსულტი შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.
მომხდარზე ღიად არ საუბრობენ სოფელში. პირად საუბრებში ადგილობრივები კი აღმიშნავენ, რომ 75 წლის მამაკაცი მსხვერპლის ოჯახის მოპირდაპირედ ცხოვრობდა და მან ბავშვი სახლში შეიტყუა. მსჯავრდებულის ადვოკატის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალადობა ერთხელ მოხდა და ბრალდებული ფაქტს, მცირეწლოვანი გოგონას სითამამეს აბრალებს.
ადვოკატის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება და აღშფოთება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.
"5 წლის ბავშვის სითამამე.
ალბათ ნასვამი იყო ბავშვი, ან გამომწვევად იქცეოდა სხვა მსხვერპლებივით.
ადვოკატები მორალის ფსკერზე! სამარცხვინო და ყველაფრის მკადრებელი ადვოკატები უნდა გადაშენდნენ სისტემიდან," - წერს ბაია პატარაია.
"ბრალდებულის ადვოკატი საუბრობს მსხვერპლის სითამამეზე.
ადვოკატი ის რეგვენი მარიამ კუბლაშვილი არ არის. მსხვერპლი კი 28 წლის თამთას მაგივრად, 5 წლის გოგოა.
თუმცა მოძალადე ცდილობს დანაშაული მსხვერპლს გადააბრალოს 28 წლისაა თუ 5-ის.
პრობლემა ამ დაბრალებაში ის კი არ არის, რომ კუბლაშვილია რეგვენი, მოძალადეები კი უსინდისოები, არამედ იმაში, რომ მოძალადემ და კუბლაშვილმა იციან, რომ მსხვერპლის დადანაშაულება ჩვენთან მუშაობს.
პრობლემა საზოგადოების უზნეობაა. არ უნდა მუშაობდეს. მოდი ერთხელაც, როცა იტყვიან აგერ ეს 5 თუ 28 წლის გოგოს გაუპატიურება იმიტომ ვცადე, რომ გოგო იყო თამამიო, უბრალოდ ცხვირ-პირი ჩამოვუღოთ," - წერს სალომე ხვადაგიანი.
0