09:11:58     23-06-2012
მოწყენილი თოჯინები
ამ არც თუ ისე ოპტიმისტური ილუსტრაციის ავტორი ძალზედ უცნაური სახელის მქონე ქალბატონი კუკულაა. ეს გოგონა დაიბადა და გაიზარდა თელ-ავივში. იგი დიდიხნის მანძილზე ისმენდა კოშმარებს მეორე მსოფლიო ომის შესახებ. თავადვე ამბობს, რომ ეს შავი ლაქა მის ნამუშევრებში მკვეთრადაა გამოხატული. ნამუშევრის მთავარი გმირები ყოველთვის თოჯინები არიან. მათ გარშემო კი რაიმე კონკრეტული საგნები ან სიმბოლური დატვირთვის მქონე ჩანაწერებია. ეცადა, რომ შეერთებინა კლასიკური ევროპული ხელოვნება და ამერიკული პოპ-არტი. რაც ძალზედ კარგად გამოსდის.
0