მსოფლიო / 28-04-2026

„მე სექსუალური მოძალადე არ ვარ, არავინ გამიუპატიურებია, არც პედოფილი ვარ"

„მე სექსუალური მოძალადე არ ვარ, არავინ გამიუპატიურებია, არც პედოფილი ვარ. თქვენ ვიღაც ავადმყოფის დაწერილი ნაგავი წაიკითხეთ, მე ისეთ თემებთან დამაკავშირეს, რომლებთანაც საერთო არაფერი მაქვს.

სრულად გამართლებული ვარ... მაგრამ საკუთარ თავს ვუთხარი, მოდი, დავთანხმდები ამ ინტერვიუს, მე წავიკითხე ეს მანიფესტი, მისი ავტორი ავადმყოფია, მაგრამ თქვენ უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი თავის, ამის წაკითხვის გამო, იმიტომ რომ ჩამოთვლილიდან არცერთი ვარ.

ამას ეთერში არ უნდა კითხულობდეთ, ეს სამარცხვინოა" - აშშ-ის პრეზიდენტი CTV News-ის თოქშოუს 60 MINUTES წამყვანს. მან თავდამსხმელის მანიფესტი წაიკითხა, სადაც იგი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიზანში ამოღების მიზეზად სექსუალურ ძალადეობას, პედოფილიასა და ღალატს ასახელებს.