საზოგადოება / 28-04-2026

მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში უკვე ჩავიდნენ

შეერთებულ შტატებში, გაერთიანებული სამეფოს მეფის ვიზიტი დაიწყო. მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ოთხდღიანი სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში უკვე ჩავიდნენ.

ენდრიუსის ავიაბაზიდან ისინი თეთრ სახლში გაემგზავრნენ, სადაც მათ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი უმასპინძლებს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მეფე ჩარლზ III აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა.