"მისი მონოლოგი ჩემი ოჯახის შესახებ არ არის კომედია. მისი სიტყვები გამანადგურებელია და აღრმავებს ამერიკის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სნეულებას“
პრეზიდენტი ტრამპი ABC-ს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ღამის შოუს წამყვანი ჯიმი კიმელი, რომელმაც ხუთშაბათს გადაცემაში - Jimmy Kimmel Live - თეთრი სახლის კორესპონდენტთა ვახშმის შესახებ მომზადებულ მონოლოგში იხუმრა და თქვა რომ მელანია ტრამპი „მომლოდინე ქვრივივით ბრწყინავდა“. მას ამერიკის პირველმა ლედიმ და პრეზიდენტმა უპასუხეს.
„მისი მონოლოგი ჩემი ოჯახის შესახებ არ არის კომედია. მისი სიტყვები გამანადგურებელია და აღრმავებს ამერიკის შიგნით არსებულ პოლიტიკურ სნეულებას“ - განაცხადა მელანია ტრამპმა X-ზე.
„Disney-მ და ABC-მ ჯიმი კიმელი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ" - დაწერა ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში - Truth Social და ხუმრობას „ძალადობისკენ საზარელი მოწოდება“ უწოდა.