მსოფლიო / 10-06-2026

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უკრაინაში რუსეთის ომის ყველა მონაწილეს აეკრძალება

ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა უკრაინაში რუსეთის ომის ყველა მონაწილეს აეკრძალება.

ამის შესახებ საუბარია სანქციების 21-ე პაკეტში, რომელიც ევროკომისიამ უკვე წარადგინა. ცნობილია, რომ ამ პაკეტში 90 რუსული ბანკიც მოხვდა.

ეს არის ფინანსური სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი ომის დაწყების შემდეგ და ჯამში, სანქცირებული რუსული ბანკების რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს.

ბანკები ევროკავშირის ყველა სანქციას დაექვემდებარება, მათ შორის აქტივებისა და ტრანზაქციების გაყინვას. ასევე, შეზღუდვები გავრცელდება „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 გემზეც.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთში აიკრძალება ლითონების, სხვადასხვა შენადნობებისა და დრონებისთვის საჭირო კომპონენტების შეტანა.