"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ ზაფხულს ველოდებით"
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ამ ზაფხულს ველოდებით" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროგრესი იყოს მიღწეული, კლასტერები გაიხსნას და ეს რუსებმაც დაინახონ. უნდა დაინახონ, რომ ევროპა თავის დაპირებებს ასრულებს და ევროპულ ინტერესებს არ თმობს“ - თქვა ზელენსკიმ და ევროკავშირს მოუწოდა, გააგრძელოს სანქციების გზით რუსეთზე ზეწოლა, მათ შორის სანქციების 21-ე პაკეტის დამტკიცებით.