ბიზნესი / 26-11-2026

საქართველოს ბანკი ქმნის განათლების უწყვეტ შესაძლებლობებს ზუგდიდში

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. იმისთვის, რომ ხარისხიანი განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს, ბანკი საგანმანათლებლო პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების უწყვეტი შესაძლებლობები ზუგდიდში.

საქართველოს ბანკის სტიპენდია ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის სრული დაფინანსება 24 პარტნიორ უნივერსიტეტში, მათ შორისაა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პარტნიორ უნივერსიტეტში დაფინანსების მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 30 ნოემბერს დასრულდება. სასტიპენდიო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

სტიპენდიატების შერჩევა სამ ეტაპად მიმდინარეობს:

  • მაღალი GPA: სტუდენტების შერჩევა მათი აკადემიური მოსწრების მიხედვით მიმდინარეობს;
  • სამოტივაციო წერილი: ყურადღება ექცევა სტუდენტის მოტივაციას;
  • გასაუბრება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის - STEM სკოლა 

STEM სკოლა VII–XI კლასის მოსწავლეებისთვის შექმნილი პროექტია, რომელსაც საქართველოს ბანკი კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით ახორციელებს. 

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს და მასში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს, ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში, გაკვეთილები კვირაში ერთხელ ტარდება და 3 საათს გრძელდება. 

ორი 4-თვიანი მოდულის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ ელექტროინჟინერიას, მიკროკონტროლერებს (Arduino), სენსორებს, ფიზიკასა და პროგრამირებას, ბოლოს კი საკუთარ პროექტებს ქმნიან. 

აღსანიშნავია ისიც, რომ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ბანკი ყოველწლიურად 90 სტიპენდიატს ავლენს, მათგან საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლას სრულად უფინანსებს, 30-ს კი - 50%-ით. 60 მოსწავლე სწავლისთვის საჭირო ყველა მოწყობილობასაც უფასოდ იღებს.

STEM სკოლაში მისაღები გამოცდები მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში ტარდება. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე. 

შესაძლებლობა მოზარდებისთვის - Code IT: დაეუფლე პროგრამირების საფუძვლებს 

Code IT 14-18 წლის მოზარდებისთვის შექმნილი უფასო კურსია, რომელსაც საქართველოს ბანკი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) და ICT ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. 

პროექტი 15 ლოკაციაზე ტარდება, მათ შორის გორში. ინიციატივის ფარგლებში, მოსწავლეები 6 თვის განმავლობაში სწავლობენ HTML-ს, CSS-ს, JavaScript-სა და React-ს, მუშაობენ გუნდურად და ყოველი მოდულის დასრულების შემდეგ სერტიფიკატს იღებენ. მათ, ვისაც ლეპტოპი არ აქვთ, შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე არსებული ტექნიკით ისარგებლონ.

შემდეგი მიღება გაზაფხულზე გამოცხადდება. Code IT-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

პროფესიული აკადემიები - ნებისმიერი ასაკის ადამიანებისთვის, ვისაც პროფესიის შეცვლა სურთ

მათთვის კი, ვისაც პროფესიის შეცვლა ან საკუთარი უნარების გაძლიერება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ ახალ მიმართულებას 100%-იანი დაფინანსებით.

მოსწავლეებისთვის: 13 კურსი 6 აკადემიაში, მათ შორის გრაფიკული დიზაინი და AI აგენტები. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 20 ნოემბერს დასრულდება.

ზრდასრულებისთვის: იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც პროფესიის შეცვლა ან პროფესიული უნარების განვითარება სურთ, საქართველოს ბანკი 20-მდე პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 24 ნოემბერს დასრულდება.

AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის: მათთვის, ვისაც ხელოვნური ინტელექტის სწავლა სურთ, საქართველოს ბანკი UN Women-თან ერთად და Mastercard-ის მხარდაჭერით სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში გოგოებსა და ქალებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ხელოვნური ინტელექტის კურსები 6 აკადემიაში, სრული დაფინანსებით. პროგრამაზე მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.

სამივე პროგრამის შემთხვევაში კანდიდატები ავსებენ განაცხადს და წერენ სამოტივაციო წერილს, შერჩეულ კანდიდატებს კი გასაუბრებაზე იწვევენ. პროფესიულ აკადემიებში სასტიპენდიო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge და განათლების გზაზე არ გაჩერდე!