"რუსეთმა უკრაინაში უკვე 200 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. მან პასუხი უნდა აგოს"
„ბრძოლის ველზე თავისი მიზნების მიღწევის უუნარობის გამო, რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ტერორს აძლიერებს. არ შეიძლება მსოფლიომ თვალი დახუჭოს მის მასშტაბებზე. ხარკოვსა და მის ოლქზე რუსეთის ღამის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, ჩუგუევში სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 22 წლის ორსული ქალი.
ზაპოროჟიეში რუსულმა დარტყმებმა სულ მცირე ორი ადამიანი იმსხვერპლა და ოცდაათზე მეტი დააშავა, მათ შორის ბავშვები. ჩერნიგოვში რუსებმა პურის მიმწოდებელ ჩვეულებრივ სატვირთოს დაარტყეს, რის შედეგადაც მისი 55 წლის მძღოლი დაშავდა. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა სხვა რეგიონებიც.
სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში უკვე 200 000-ზე მეტი ომის დანაშაული ჩაიდინა. მან პასუხი უნდა აგოს. მოვუწოდებთ მსოფლიოს, გააძლიეროს ზეწოლა რუსულ რეჟიმზე და კიდევ უფრო გაზარდოს ამ ტერორის საფასური აგრესორისთვის" - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიჰა.