ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნა. მიწვეულია 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი
„მომავლის შენება: ერთიანობა და მდგრადობა ევროპაში“ - ერევანში, კარენ დემირჭიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში, სადაც სტუმრებმა შეკრება უკვე დაიწყეს, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტი გაიხსნა. მიწვეულია 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის ლიდერი. ასეთი მასშტაბის ღონისძიება სომხეთი პირველად მასპინძლობს.
სამიტზე მიწვეულია არაევროპული ქვეყნის ლიდერი, კერძოდ, კანადის პრემიერ მინისტრი მარკ კარნიც, რომელიც ერევანში გუშინ ჩავიდა.
4-5 მაისს ასევე იმართება სომხეთი-ევროკავშირის პირველი სამიტი, რომელშიც მონაწილეობენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.