"ჩემს წარმომადგენლებს ძალიან პოზიტიური დისკუსიები აქვთ ირანთან და ამ მოლაპარაკებებმა შეიძლება ყველასთვის ძალიან პოზიტიური შედეგი გამოიღოს"
„ქვეყნებმა მთელი მსოფლიოდან, რომელთაგანაც თითქმის არცერთი არ არის ჩართული ახლო აღმოსავლეთის დავაში, რომელიც ასე თვალსაჩინოდ და სასტიკად მიმდინარეობს ყველას დასანახად, სთხოვეს შეერთებულ შტატებს დახმარება მათი გემების გასათავისუფლებლად, რომლებიც ჰორმუზის სრუტეშია ბლოკირებული იმის გამო, რასთანაც მათ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ - ისინი მხოლოდ ნეიტრალური და უდანაშაულო თვითმხილველები არიან!
ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და შეერთებული შტატების სასიკეთოდ, ჩვენ განვუცხადეთ ამ ქვეყნებს, რომ მათ გემებს უსაფრთხოდ გამოვიყვანთ ამ შეზღუდული წყლებიდან, რათა მათ შეძლონ თავისუფლად და შეუფერხებლად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ვიმეორებ, ეს არის გემები მსოფლიოს იმ რეგიონებიდან, რომლებიც არანაირად არ არიან ჩართულნი იმაში, რაც ამჟამად ახლო აღმოსავლეთში ხდება.
ჩემს წარმომადგენლებს დავავალე აცნობონ მათ, რომ ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მათი გემებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოდ გამოყვანას სრუტიდან. ყველა შემთხვევაში, მათ განაცხადეს, რომ არ დაბრუნდებიან მანამ, სანამ რეგიონი ნავიგაციისთვის და ყველაფერი დანარჩენისთვის უსაფრთხო არ გახდება. ეს პროცესი, პროექტი „თავისუფლება“ (Project Freedom), ორშაბათს დილით, ახლო აღმოსავლეთის დროით დაიწყება.
მე სრულად ვარ ინფორმირებული, რომ ჩემს წარმომადგენლებს ძალიან პოზიტიური დისკუსიები აქვთ ირანთან და ამ მოლაპარაკებებმა შეიძლება ყველასთვის ძალიან პოზიტიური შედეგი გამოიღოს. გემების გადაადგილება მხოლოდ იმ ადამიანების, კომპანიებისა და ქვეყნების გათავისუფლებას ისახავს მიზნად, რომლებსაც აბსოლუტურად არაფერი დაუშავებიათ - ისინი გარემოებათა მსხვერპლნი არიან.
ეს არის ჰუმანიტარული ჟესტი შეერთებული შტატების, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და, კერძოდ, ირანის სახელით. ბევრ ამ გემზე იწურება საკვები და ყველაფერი, რაც აუცილებელია მრავალრიცხოვანი ეკიპაჟის ჯანსაღ და სანიტარულ პირობებში ყოფნისთვის. ვფიქრობ, ეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება კეთილი ნების გამოსახატად ყველა იმ მხარის მხრიდან, ვინც ბოლო თვეების განმავლობაში ასე თავდაუზოგავად იბრძოდა. თუ რაიმე ფორმით მოხდება ამ ჰუმანიტარულ პროცესში ჩარევა, ამ ჩარევას, სამწუხაროდ, ძალისმიერი მეთოდებით გაეცემა პასუხი.“ - წერს Truth Social-ზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.