პოლიტიკა / 04-05-2026

" მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს"

"პირადად მე მეხუთედ ვმონაწილეობ ამ ფორმატში. მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება, მივმართო ევროპელ ლიდერებს. რა თქმა უნდა, ორმხრივი შეხვედრებისთვისაც გამოვიყენებ ამ ღონისძიებას. საინტერესო ღონისძიებაა და აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას.

ზოგადად ამიერკავკასიის და განსაკუთრებით საქართველოს როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ შვიდ ქვეყანას ვაკავშირებთ შავ ზღვასთან და შესაბამისად, დასავლეთთან ეკონომიკური კუთხით, სავაჭრო კუთხით და ბუნებრივია ამაზე გვექნება აქტიურად საუბარი. საქართველოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა დაკავშირებადობის თვალსაზრისით ევროპისთვის" - ირაკლი კობახიძე ერევანში, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტს ესწრება.