"ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა"
„ჩვენი მხრიდან ის ღიაა. ის დახურულია მხოლოდ ჩვენი მტრებისთვის. მათთვის, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ უსამართლო აგრესია განახორციელა და მათი მოკავშირეებისთვის... ჩვენ ვამბობთ, რომ არ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, არა იმიტომ, რომ ომი გვინდა, არამედ იმიტომ, რომ ამჯერად ეს ომი უნდა დასრულდეს ისე, რომ ჩვენმა მტრებმა აღარასდროს გაიფიქრონ ამ თავდასხმებისა და აგრესიის გამეორება.
ვფიქრობ, მათ უკვე კარგი გაკვეთილი ჰქონდათ და გააცნობიერეს, როგორ ერთან აქვთ საქმე, ისეთთან, რომელიც საკუთარი თავის დაცვაში არ ყოყმანობს და მზადაა გააგრძელოს ომი, სადაც არ უნდა იყოს." - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩი.