ბიზნესი / 17-03-2026

SOLO-ს საგაზაფხულო შეთავაზებები - გაატარეთ „ქალთა თვე“ წინანდლის მამულში

SOLO მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული საგაზაფხულო შეთავაზებების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, სილქ ჰოსფითალითისთან და Mastercard-თან ერთად, წინანდლის მამულშიქალთა თვისგენერალური სპონსორია.

წინანდლის მამულშიქალთა თვისგანსაკუთრებული პროგრამით აღნიშვნა უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა. მარტის განმავლობაში, მამულის სივრცეებში - Radisson Collection-სა და Park Hotel-ში - სტუმრებს მრავალფეროვანი ღონისძიებები ელოდებათ.

სპეციალურად შერჩეული პროგრამა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებს აერთიანებს, რომელთა ფარგლებშიც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ კინოჩვენებებსა და მუსიკალურ საღამოებს, მიიღონ მონაწილეობა პადელის ჩემპიონატში, პორტრეტულ ფოტოგადაღებაში, პილატესისა და იოგის მასტერკლასებში, თემატურ ვორქშოფებსა და ბავშვებისთვის განკუთვნილ გასართობ პროგრამებში. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

წინანდლის მამულშიქალთა თვისფარგლებში, აღნიშნული აქტივობები გაიმართება ყოველ შაბათ-კვირას. ღონისძიებების ორგანიზატორია - Silk Hospitality.

სასტუმროს დასაჯავშნად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Silk Hospitality-ის კონტაქტცენტრს: ტელ.: 032 2402 222; ელფოსტა: [email protected]