"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, პიტერ მადიარი ამას მხარს უჭერს. ასევე, იმედი მაქვს, პოლონეთის მთავრობაც დაუჭერს მხარს"
"ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. იმედი მაქვს, პიტერ მადიარი ამას მხარს უჭერს. ასევე, იმედი მაქვს, პოლონეთის მთავრობაც დაუჭერს მხარს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, როდესაც ყველას გვაქვს წესები - არა მხოლოდ პოლიტიკური ემოციები, არამედ წესები - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აუცილებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ ყველა ქვეყნის ინტერესშია, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდეს ევროკავშირში.
ჩვენ მეზობლები ვართ. ჩვენს ისტორიაში გარკვეული სირთულეები გვაქვს. ქვეყნების უმეტესობას წარსულში აქვს სირთულეები, თუმცა ახლა ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, აგრესიის წინაშე ვდგავართ და უნდა ვიყოთ ერთიანები. ჩვენ ვიცავთ ევროკავშირს, უნდა ვიფიქროთ ჩვენი ხალხის უსაფრთხოებაზე მომავალში. ამიტომ ვფიქრობ, კითხვებზე ყოველთვის შეიძლება პასუხის პოვნა. თუ მზად ვართ, ძლიერი მეზობლები ვიყოთ და გვინდა ამ პასუხების პოვნა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.