„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს"
„ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ციფრული კავშირების განვითარებისთვის გრანტების სახით 200 მილიონ ევრომდე გამოყოფს... ენერგეტიკული თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთ უძლიერეს საყრდენად რჩება. ბოლო წლებში აზერბაიჯანმა დაამტკიცა, რომ ევროკავშირის საიმედო და სანდო ენერგეტიკული პარტნიორია. ჩვენ არ დაგვიწყებია, რომ აზერბაიჯანი ჩვენს გვერდით იდგა, როდესაც რუსეთმა ენერგეტიკა იარაღად გამოიყენა და ევროპისთვის გაზის მიწოდება შეწყვიტა. სამხრეთის გაზის კორიდორმა ნამდვილად გააძლიერა ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება და დიდი წარმატების ისტორიაა...
თქვენ გამოიჩინეთ პირადი ლიდერობა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტაბილურობის, ურთიერთნდობისა და საერთო კეთილდღეობისთვის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროცესს და გააგრძელებს ამის გაკეთებას. ერთად ჩვენ შეგვიძლია ქაღალდზე დაწერილი მშვიდობა რეალურ სამყაროში მშვიდობად ვაქციოთ. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ დღეს აქ ერთად. ჩვენ გვსურს მშვიდობის ხელშეწყობა კოორდინაციის გზით... მოდით, ერთად ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის, ევროპასთან სამხრეთ კავკასიის, კასპიის რეგიონის და ცენტრალური აზიის უფრო მჭიდრო ინტეგრაციისა და ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერებისთვის“ - განაცხადა აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.