საზოგადოება / 02-07-2026

5 თვეში თბილისში 1.6 მილიარდი დოლარის ბინები გაიყიდა

5 თვეში თბილისში 1.6 მილიარდი დოლარის ბინები გაიყიდა.  ინფორმაციას BPN galt & taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2026 წლის მაისის კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ 2026 წლის მაისში, თბილისში უძრავი ქონების 3 748 ტრანზაქცია დარეგისტრირდა. მათივე ცნობით, მაისში მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 12.4%-ით გაიზარდა და 1 924 შეადგინა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 9.7%-ით არის გაზრდილი და 1 824 შეადგინა.