აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის Hawk-ის სარაკეტო სისტემის 108 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობის მიყიდვა დაამტკიცა.
"ეს შემოთავაზებული გაყიდვა მხარს დაუჭერს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების მიზნებს პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოების გაუმჯობესებით, რომელიც ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ძალაა.
შემოთავაზებული გაყიდვა გააუმჯობესებს უკრაინის შესაძლებლობას, გაუმკლავდეს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს, თავდაცვისა და რეგიონული უსაფრთხოების მისიების უფრო ძლიერი ინტეგრირებული საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით ჩასატარებლად დამატებითი აღჭურვილობით. უკრაინას არ გაუჭირდება ამ ნივთებისა და მომსახურების თავის შეიარაღებულ ძალებში ინტეგრირება.
ამ აღჭურვილობისა და მხარდაჭერის შემოთავაზებული გაყიდვა არ შეცვლის რეგიონში ძირითად სამხედრო ბალანსს.
ამ პროექტის მთავარი კონტრაქტორი იქნება „სიერა ნევადა კორპორეიშენი“, რომელიც მდებარეობს ენგლვუდში, კოლორადო." - ნათქვამია სახდეპის განცხადებაში.