სოც. მედია / 22-05-2026

რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 880 ჯარისკაცი დაკარგა

რუსეთმა ბოლო 24 საათში უკრაინასთან ომში 880 ჯარისკაცი დაკარგა.

ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს და აცხადებს, რომ ამავე პერიოდში ოკუპანტების დანაკარგებია: 1 ტანკი; 3 ჯავშანტექნიკა; 57 საარტილერიო სისტემა; 1 ზალპური ცეცხლის საარტილერიო სისტემა; 1 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 1872 დრონი; 4 უპილოტო სახმელეთო სისტემა და 135 ერთეული ავტომობილი და საწვავის ტანკერი.