ღვიძლი ბროწეულის წვენით ღვიძლი ბროწეულის წვენით />


  11:37:19     22-09-2011

ღვიძლი ბროწეულის წვენით

მასალა:

ღვიძლი - 1 კილოგრამი

ცხიმი - 3-4 სუფრის კოვზი

ბროწეულის წვენი - ჩაის ჭიქა

ქინძი - 4-5 ძირი

წიწაკა, მარილი - გემოვნებით

გასუფთავებული, გარეცხილი ღვიძლი ერთი სანტიმეტრი სისქის ნაჭრებად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ ცხიმიან, ცხელ ტაფაზე. ბროწეულის წვენში ავურიოთ მარილი, დანაყილი წიწაკა და ძალიან წვრილად დაჭრილი ქინძი. შემწვარი ქინძი ლანგარზე დავაწყოთ, დავასხათ შეწვის დროს გამოყოფილი სიმსუქნე და შეზავებული წვენი.

0

ავტორი: