ავსტრალიამ მორიგი Globmaster-ი მიიღო ავსტრალიამ მორიგი Globmaster-ი მიიღო />


  16:02:06     19-09-2011

ავსტრალიამ მორიგი Globmaster-ი მიიღო

ავსტრალიის სამხედრო-საჰაერო ძალებმა, ამერიკული ავიამშენებელი კონცერ "ბოინგისგან", დამატებითი C-17 Globmaster III-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მიიღეს. დამკვეთისთვის კუთვნილი თვითმფრინავის გადაცემა აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს საექსპორტო განყოფილებამ განახორციელა. რიგით მეხუთე თვითმფრინავის მიღების პარალელურად, ავსტრალიის ტერიტორიაზე ამერიკელების დახმარებით თვითმფრინავების პილოტების მომზადება მიმდინარეობს.

აშშ-სა და ავსტრალიას შორის კონტრაქტი "გლობმასტერის" ტიპის ოთხი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მოწოდებაზე 2006 წელს გაფორმდა. შეკვეთილიდან უკანასკნელი თვითმფრინავი დამკვეთს 2008 წელს გადაეცა. 2011 წლის აპრილის ბოლოს კი ავსტრალიამ დამატებითად მეხუთე ასეთი თვითმფრინავი შუკვეთა. კონტრაქტის დაახლოებით 320 მილიონი დოლარი შეადგინდა. თვითმფრინავის გარდა აღნიშნულ თანხაში გარკვეული სათადარიგო ნაწილები და თვითმფრინავის მომსახურებისთვის საჭირო სააერადრომო აღჭურვილობა შევიდა.

რაც შეეხება თავად თვითმფრინავს, მასზე მუშაობა ამერიკელებმა 1970-იანი წლების დამლევს დაიწყეს. იმ პერიოდში აშშ-ს თავისი ჯარების ნაწილი ევროპაში ყავდა განთავსებული. მაგრამ NATO-სა და ვარშავის ხელშეკრულების წევრ ქვეყნებს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას, აშშ-ს ტერიტორიიდან ევროპაში ჯარების გადმოსროლა უმოკლეს დროში უნდა განეხორციელებინა.

ყველას ესმოდა, რომ პირველი დარტყმას ომის დაწყების შემთხვევაში აეროდრომები, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტები, მიიღებდნენ. ამიტომაც ახალ სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს გრუნტზე დაჯდომის შესაძლებლობა უნდა ქონოდა. იმ პერიოდში აშშ-ს ძირითადი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი С-141 ვეღარ პასუხობდა ახალ მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებდა. 1980 წლის ოქტომბერში, ახალი სატრანპორტო თვითმფრინავის შექმნაზე, კონკურსი გამოცხადდა, რომლის ფინალისტადაც თვითმფრინავ C-17-ის პროექტი დასახელდა.

1982 წელს, ფირმა McDonnell Douglas-თან 3.4 მილიარდ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა, რომელიც თვითმფრინავის შექმნასა და სამი პროტოტიპის მშენებლობას ითვალისწინებდა. მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის პრობლემების გამო, პირველი თვითმფრინავი ჰაერში მხოლოდ 1991 წლის 15 სექტემბერს აფრინდა.

С-17А-ს სიგრძე 53 მ-ს, ფრთის გაქანი კი 51.75 მ-ს, შეადგენს. ცარიელი თვითმფრინავი 128110 კგ-ს იწონის, მისი მაქსიმალური ასაფრენი წონა კი 263083 კგ-ს აღწევს. თვითმფირნავის  ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 830 კმ/სთ-ს აღწევს და მისი ფრენის პრაქტიკული მანძილი 4450 კმ-ს უტოლდება. მოქმედების საბრძოლო რადიუსი კი - 925 კმ-ს. მისი ეკიპაჟი 3-4 ადამიანისგან შესდგება. რაც შეეხება მის ტვირთამწეობას, სასარგებლო დატვირთვის სახით მას მაქსიმალური 77500 კგ-ის წაღება შეუძლია. მათ შორის, Abrams-ის ტიპის ერთი ტანკი ან Bredly-ის ტიპის ორი ქვეითთა საბრძოლო მანქანა ან АН-64-ის ტიპის სამი დამრტყმელი შვეულმფრენი. დესანტის სახით თვითმფრინავი 102 პარაშუტისტს იტევს, ცოცხალი ძალის სახით კი - 144 სრულად ეკიპირებულ ჯარისკაცს.

თვითმფრინავის საფრენოსნო გამოცდებს უპრობლემოდ არ ჩაუვლია. რაც პირველ რიგში რთულ ელექტრო აღჭურვილობასთან იყო დაკავშირებული. 1992-ში ამას გაზრდილი საწვავის ხარჯიც დაემატა, რომელიც კონტაქტში გათვალისწინებულ პირობას 28%-ით აჭარბებდა. მიუხედავად ამისა, მუშაობა Globemaster III-ზე გრძელდებოდა და უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ იმ პერიოდისთვის აშშ-ში მისი შემცვლელი არ არსებობდა. არსებულ С-5-სა და С-141-თან შედარებით, მას ასაფრენად გაცილებით მცირე სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ესაჭიროებოდა და მხოლოდ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მისი გამოყენება 132 აეროდრომიდან შეიძლებოდა, მაშინ როდესაც პირველი ორის მიღება მხოლოდ 47 აეროდრომს შეეძლო.

დღევანდელი დღისთვის სულ აშენებულია 232 Globemaster III. აქედან 203 აშშ-ს სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას ეკუთვნის. ავსტრალიის სამხედრო-საჰაერო ძალებს 5 თვითმფრინავი ყავთ, კანადის - 4, დიდი ბრითანეთის - 7, კატარის - 2, 3 ცალს საკუთარ მიზნებში NATO იყენებს. კიდევ ექვსი თვითმფრინავი გაერთიანებულ არაბეთის საემიროებს აქვთ შეკვეთილი.

ამ თვითმფრინავის მონაწილეობით რამოდენიმე საავიაციო შემთხვევა მოხდა. 2010 წლის 28 ივლისს, აშშ-ში გამართულ ერთ-ერთ ავიაშოუზე საწვრთნელი გაფრენის დროს ამერიკული С-17 ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ოთხივე წევრი დაიღუპა. როგორც შემდგომ გაირკვა, მომხდარის მიზეზი მფრინავის მიერ პილოტირებაში დაშვებული შეცდომა იყო.

2003 წლის 10 დეკემბერს, აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების С-17А-ს ბაღდადის მახლობლად საზენიტო რაკეტა ერთ-ერთ ძრავაში მოხვდა. მაგრამ ეკიპაჟმა შეძლო მისი დასმა.

 2005 წლის 6 აგვისტოს, ბაგრამში დაჯდომისას ამერიკული С-17А ასაფრენ-სადაფრენი ზოლის ფარგლებს გასცდა და შასი დაიზიანა. ტექნიკოსებს თვითმფრინავის საფრენოსნო მდგომარეობაში მოსაყვანად ორი თვე დასჭირდათ, რის შემდეგაც ის თავისი სვლით აშშ-ში სარემონტო ქარხანაში გაფრინდა.

2009 წლის 30 იანვარს, კვლავ ამერიკული თვითმფრინავი ბაგრამის ავიაბაზაში შასის გარეშე დაჯდა.

0

ავტორი: