საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს  ნაკრების მთავარი  სპონსორი საქართველოს ბანკია საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია />


  14:21:58     21-11-2024

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევი ტურნირის გასვლით თამაშს ფინეთის წინააღმდეგ გამართავს ნაკრების მთავარი სპონსორი საქართველოს ბანკია

1732184590825.png

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო თამაშებისთვის ემზადება. გუნდი 2 უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ნაკრები დღეს, 21 ნოემბერს ქალაქ ჰელსინკში,  ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მეორე თამაშს კი ალეკსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი  24 ნოემბერს  თბილსში გამართავს.

თბილისიდან ჰელსინკიში 10 ქართველი კალათბურთელი გაემგზავრა, 4 მოთამაშე ჰელსინკიშივე დახვდება, გუნდის უდავო ლიდერი და კაპიტანი, თორნიკე შენგელია კი ნაკრებს დღეს  შეუერთდება. სერბი სპეციალისტის რჩეული თხუთმეტეული, რომელიც ჩემპიონატში საქართველოს სახელისთვის იბრძოლებს,  ასე გამოიყურება:

  1. ლუკა ლიკლიკაძე,
  2. რატი ანდრონიკაშვილი,
  3. კახა ჯინჭარაძე,
  4. ბექა ბურჯანაძე,
  5. გიორგი შერმადინი,
  6. დუდა სანაძე,
  7. გიორგი კორსანტია,
  8. ალექსანდრე ფევაძე,
  9. მათე ყავლაშვილი,
  10. თორნიკე შენგელია
  11. ლუკა მაზიაშვილი,
  12. მათე ხატიაშვილი,
  13. კამარ ბოლდუინი,
  14. გიორგი ოჩხიკიძე,
  15. ილია ლონდარიძე.

აღსანიშნავია, ჩვენს ნაკრებს შესარჩევ ეტაპზე ორი წაგება აქვს დანიისა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ და G ჯგუფის ბოლო ადგილზეა. ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად აუცილებელია, რომ ჯგუფში ბოლო ადგილზე არ გავიდეთ, შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფინეთის ნაკრებთან ორივე შეხვედრაში გამარჯვება, რათა კონტინენტის საუკეთესო სანაკრებო ტურნირზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშოთ.  

ისღა დაგვრჩენია, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს დარჩენილ ორ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში. ვიმედოვნოთ, რომ ამჯერადაც გავალთ ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, რომელიც 2025 წლის 27 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე პერიოდშია დაგეგმილი.

 

 

 

 

 

 


ავტორი: R