განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია />


  17:11:53     11-11-2024

განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია

1731330789BOG x წიგნის დღეები - 825x465.jpg

15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია.

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ათობით გამომცემლობის წიგნები, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები და ისარგებლონ ფასდაკლებით. საგამოფენო სივრცეში ასევე გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, ჩატარდება დისკუსიები აქტუალურ თემებზე, წარმოდგენილი იქნება გასართობი და შემეცნებითი პროგრამები.

ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებით - დააგროვონ 30-ჯერ მეტი ქულა საქართველოს ბანკის პოსტერმინალზე PLUS ბარათით გადახდისას. sCool Card-ითა და Student Card-ით გადახდისას კი მოსწავლეები და სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებითა და ქეშბექით. 

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე  ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი  40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს ბანკი ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. საქართველოს ბანკის მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად.

საქართველოს ბანკის CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge

 

 

 


ავტორი: R