„ავერსი“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება „ავერსი“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება />


  15:39:25     20-12-2023

„ავერსი“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას ეხმაურება

170307479459123.jpg

ვეხმაურებით ფარმაცევტული კომპანიების მიმართ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში სამინისტრო) 2023 წლის 19 დეკემბრის განცხადებას.

სამინისტროს განცხადება არის მცდარი, ცილისმწამებლური და ემსახურება მომხმარებლების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

როგორც ცნობილია, სამინისტროს რეალურ (online) რეჟიმში სრულად მიუწვდება ხელი ყველა კომპანიის ინფორმაციაზე, როგორც იმპორტის და მარაგების დეტალურ მონაცემებზე, ისე საცალო და საბითუმო გაყიდვებსა და გასაყიდ ფასებზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრო ფლობს სრულ და დეტალურ ინფორმაციას, მისი მხრიდან კიდევ უფრო უსამართლო და დისკრედიტაციულია, დიდი ფარმაცევტული ქსელების მიმართ უსაფუძვლო ეჭვების გამოთქმა, რომელშიც მოიაზრება შპს „ავერსი-ფარმაც“.

დასახელებული 20 მედიკამენტიდან, შპს „ავერსის-ფარმას“ მიერ იმპორტირებულია მხოლოდ ერთი მედიკამენტი (დიოვანი 160მგ #14 ტაბ). ასევე აღვნიშნავთ, რომ შპს „ავერსი-ფარმას“ აქვს თურქული წარმოების „დიოვანიც 160მგ #28“, რომლის ტაბლეტების რაოდენობა ორჯერ მეტია, ესპანეთიდან იმპორტირებულთან შედარებით, ხოლო სამინისტროს მიერ მითითებულ 31.7 ლართან მიმართებით, ავერსის ქსელში ამ მედიკამენტის ღირებულება თითქმის მესამედია და  შეადგენს 11.13 ლარს.

ყველა სხვა დანარჩენი მედიკამენტი არის ადგილობრივი მომწოდებლებისგან შესყიდული.

სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რომ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან არც ერთზე არ აქვს ჩვენს კომპანიას განცხადებაში მითითებული 1000, 2000 და 3000%-იანი დარიცხვები. შპს „ავერსი-ფარმას“აღნიშნულ მედიკამენტებზე საშუალო ფასნამატი ფასდაკლების დღეებში  არ აღემატება 11.28%, ხოლო სიიდან ერთ მედიკამენტს (ლუთეინა 200მგ, N30) ვყიდით თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად.

ცხრილის სახით წარმოგიდგენთ ფასნამატებზე ინფორმაციას ჩვენს ქსელში არსებულ მედიკამენტებზე:


ავტორი: R