საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO />


  09:56:28     14-12-2023

საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42-ში“ - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO

1702533409საახალწლო-სპექტაკლი - 1920x1080.jpg

3 იანვრიდან, თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ და გახდეს ახალი გამოცდილების ნაწილი. თეატრი სახელოსნო 42-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.

სპექტაკლში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ვითარდება -  ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ.

თეატრი სახელოსნო 42-ის სცენაზე ძველი თბილისის ცნობილი ისტორიები და პერსონაჟები გაცოცხლდება, მათ შორის: ავაზაკები, ყარაჩოღელები, შობის ანგელოზები და სხვადასხვა გამოგონილი გმირი.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ შეიძინონ ბილეთები. ამასთან, სეზონის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 


ავტორი: R