თიბისის მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა თიბისის მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა />


  13:53:25     05-12-2023

თიბისის მხარდაჭერით რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

1701770091წიგნის კუთხე რომში..png

თიბისისა და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველის ემიგრანტებისთვის, რომის ბიბლიოთეკაში, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.

რომის Biblioteca Enzo Tortora ბიბლიოთეკაში ქართველ ემიგრანტებს და ქართული ლიტერატურით დაინტერესებულ ყველა მსურველს უკვე აქვთ სტუმრობისა და ქართული წიგნების წაკითხვის შესაძლებლობა. აქ დახვდებათ, როგორც უფროსებისთვის შერჩეული ქართული და ქართულ ენაზე თარგმნილი უცხოური ლიტერატურა, ასევე, პატარებისთვის განკუთვნილი ქართულენოვანი საბავშვო ლიტერატურაც.

პროექტის მიზანი ქართული ენის და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია და  მისი მხარდაჭერაა. რომში კულტურულ-შემეცნებითი სივრცის გახსნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ამ გზით, სხვადასხვა ასაკის ქართველი ემიგრანტებისთვის, ხელმისაწვდომი ხდება მრავალფეროვანი ჟანრის ქართულენოვანი ლიტერატურა.  

თიბისის მხარდაჭერით და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პროექტის ფარგლებში უკვე გაიხსნა ქართული წიგნის კუთხეები: თურქეთში - სინოპში, იტალიაში - რომსა და ნეაპოლში.

თიბისი მომავალშიც გააგრძელებს ქართველი ემიგრანტებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და საინტერესო ინიციატივების შეთავაზებას.

 


ავტორი: R