Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია />


  18:40:43     22-08-2023

Volvo C40 Recharge - სრულად ელექტრიფიცირებული ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია

1692715466369454960_1004452710796689_2512827530246985313_n.jpg

  • ელექტრომობილი სრულად პასუხობს შვედური ბრენდის უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტებს

 

უსაფრთხოებით გამორჩეული შვედური ბრენდის, ახალი ელექტრომობილი Volvo C40 Recharge ქართველი მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.  გამორჩეულად ეკომეგობრული და უსაფრთხო ქროსოვერი „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმშია წარმოდგენილი.

ახალი ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სისწრაფეა.  C40-ს შეუძლია 4.7 წამის განმავლობაში 100 კმ-ამდე სიჩქარე განავითაროს. მას აქვს 408 ცხენის ძალა და  სრული დამუხტვის პირობებში, 550 კმ-ამდე მანძილის დაფარვა შეუძლია.

ავტომობილში ჩაშენებული ანდროიდსისტემა, გუგლის რუკებითა და „ფლეი სთორით“, კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. წარმოებაში გამოყენებულია მეორე თაობის, გაუმჯობესებული ბატარეა. სახლის დამტენის პირობებში სრულად დასამუხტად საჭიროა, საშუალოდ,  4-5 სთ-მდე, ხოლო სწრაფი დამტენის მეშვეობით, ეს დრო 50-60 წთ-მდე მცირდება. Volvo-ს შოურუმში წარმოდგენილ ყველა C40-ს აქვს 2 ელექტროძრავა, მაქსიმალური სიმძლავრით 300 კვტ. 


ავტორი: R