11:21:30     03-08-2023
Global Finance-მა საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერისთვის შექმნილი API მენეჯერისთვის 2023 წლის ტოპ ინოვატორად დაასახელა
საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და ისეთი პროდუქტების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიების ზრდას, ციფრული პროდუქტების განვითარებას და მათივე მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა შექმნა API მენეჯერი, რომელიც ბიზნესებს აძლევს წვდომას API სერვისების სამ ძირითად მიმართულებაზე, როგორებიცაა: ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები, BOG ID და ღია ბანკინგი.
API პროდუქტების მეშვეობით ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა საკუთარ ტექნოლოგიურ პროდუქტებში დააინტეგრირონ ისეთი საბანკო სერვისები, როგორებიცაა - საბანკო ანგარიშის და ამონაწერის ნახვა, ბალანსის შემოწმება, ამასთან, საკუთარ მომხმარებლებს გაუმარტივონ კომპანიის პლატფორმაზე ვერიფიკაციისა და ავტორიზაციის პროცესი, დაეხმარონ გადახდებისა და გადარიცხვების სხვადასხვა მარტივი გზით განხორციელებაში ისე, რომ არ დატოვონ მათი პლატფორმა.
API მენეჯერის მიზანია, რაც შეიძლება მეტად გაამარტივოს ბანკის ტექნოლოგიურ სერვისებთან ინტეგრაცია. საქართველოს ბანკმა ამ მიზნით შექმნა პლატფორმა, api.bog.ge - სადაც თავმოყრილია ყველა API სერვისი და მათი ტექნიკური დოკუმენტაცია. ამასთან, თითოეულ სერვისზე რეგისტრაცია არის შესაძლებელი სრულიად ციფრულად.
API მენეჯერის მიერ ბიზნესებისთვის შექმნილი ღირებულება Global Finance-ის მიერ არის აღიარებული, რის გამოც გლობალურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი „SME-ს მიმართულებით ფინანსურ სექტორში ინოვატორების“ კატეგორიაში ტოპ ინოვატორად დაასახელა.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდამჭერი კომპანია აქტიურად მუშაობს ისეთი გადაწყვეტების შექმნაზე, რომელიც, ერთი მხრივ, მისცემს შესაძლებლობას ბიზნესებს, შექმნან მომხმარებელზე მორგებული სერვისები, მეორე მხრივ თავად მომხმარებლებს მისცემს წვდომას მათთვის საინტერესო საბანკო პროდუქტებზე იმ ტექნოლოგიურ პლატფორმებზე, რომელსაც იყენებენ - რაც თავისთავად ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდასა და გაძლიერებას. ჩვენი ძალისხმევის ისეთი გლობალური გამოცემის მიერ აღიარება, როგორიც Global Finance-ია, ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები გამორჩეულია და ქმნის ღირებულებას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფინანსური ტექნოლოგების სფეროს ჩამოყალიბების პროცესში. გლობალური აღიარება კი გვაძლევს სტიმულს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შევქმნათ კიდევ უფრო მეტად ინოვაციური პროდუქტები და არ გავჩერდეთ“, - აღნიშნავს გიორგი კინწურაშვილი, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის გუნდის ხელმძღვანელი.
2023 წლის გლობალური ინოვატორების ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-ის საერთაშორისო გუნდმა წელს მეთერთმეტედ შეაფასა ბანკების, ორგანიზაციების და ფინტექ კომპანიების პროდუქტები და სერვისები.
ინოვატორებად კი ის კომპანიები დასახელდნენ, რომლებიც ქმნიან ახალ, ინოვაციურ პროდუქტებსა და ინსტრუმენტებს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას.