თიბისი კაპიტალი Euromoney-იმ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა თიბისი კაპიტალი Euromoney-იმ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა />


  16:24:36     20-07-2023

თიბისი კაპიტალი Euromoney-იმ საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

1689856013A5.jpg

საერთაშორისო გამოცემამ - Euromoney, თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.

 

„აღნიშნული ჯილდო თიბისი კაპიტალის 2022 წლის მიღწევებისა და გამორჩეული შედეგების აღიარებაა. თიბისი კაპიტალი აქტიურად ზრდის კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების ცნობადობას და კორპორაციების წვდომას დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე. გასულ წელს, 2.3 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის კერძო და საჯარო ობლიგაციები გამოვუშვით, რაც საქართველოს ბაზრისთვის რეკორდული მაჩვენებელია. წლევანდელი წელიც წარმატებით მიმდინარეობს -  2023 წლის 6 თვეში, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის, 11 კერძო და საჯარო ობლიგაციების ემისია განხორციელდა, რომელთა შორის 2 მწვანე ობლიგაციაა. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ჩვენ აქტიურად ვავითარებთ საბროკერო მიმართულებას: ტრეიდინგის ვებ-პლატფორმა კიდევ უფრო დავხვეწეთ და ვაგრძელებთ ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის პროცესის მომხმარებლებისთვის გამარტივებას. ასევე, მუდმივად ვაახლებთ მაკრო-სექტორულ კვლევებს, რაც ჩვენს ბიზნეს პარტნიორებს გადაწყვეტილების მიღებას უმარტივებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური პროგნოზების სიზუსტე ეროვნულმა ბანკმაც დაადასტურა და 2021 წელს საუკეთესო მაკროეკონომიკური პროგნოზის მომწოდებელ ორგანიზაციად დაგვასახელა“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

2022 წელს თიბისი კაპიტალმა ობლიგაციების რეკორდული რაოდენობა გამოუშვა - ჯამში 14 განთავსების მთლიანმა მოცულობამ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს, თიბისი კაპიტალმა 230 რეპორტი გამოაქვეყნა და კომერციული სექტორების 70% დაფარა.

 

აქტიურობით გამოირჩეოდა თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებაც. 2022 წელს განახლებული ციფრული პლატფორმა გაეშვა, რომლის დახმარებითაც, მომხმარებლებს 20-ზე მეტი ქვეყნის 60-ზე მეტ საფონდო ბირჟაზე შეუძლიათ ვაჭრობა. 2022 წელს, საბროკერო მიმართულებით, მართული აქტივების მოცულობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 3.5-ჯერ გაიზარდა.

 

ასევე 2022 წელს, თიბისი კაპიტალის საბროკერო მიმართულებამ, პირველად საქართველოში რეგიონალური ფასიანი ქაღალდების ინდექსი შექმნა, რომლის განახლებაც ორ კვირაში ერთხელ ქვეყნდება. ინდექსი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება ადგილობრივ და საერთაშორისო ინვესტორებს, რომლებსაც უკვე შეძენილი აქვთ ან მომავალში გეგმავენ რეგიონის ფასიან ქაღალდებში ინვესტირებას.  

 

 


ავტორი: R