საქართველოს ბანკის და GFA-ის ინიციატივით, აგროსექტორის ტექნოლოგიურ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის და GFA-ის ინიციატივით, აგროსექტორის ტექნოლოგიურ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა />


  20:41:14     19-07-2023

საქართველოს ბანკის და GFA-ის ინიციატივით, აგროსექტორის ტექნოლოგიურ გამოწვევებზე შეხვედრა გაიმართა

16897850111920x1080.jpg

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი არაერთ ინიციატივას ახორციელებს.

 

აგრომიმართულებით წარმოების მოცულობის გაზრდისა და ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, 18 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ში აგროსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტებმა მონაწილეებს აგრომიმართულებით არსებული ტექნოლოგიური გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.  

 

შეხვედრაზე სპიკერებმა მონაწილეებს გააცნეს აგრომიმართულებით არსებული თანამედროვე ინსტრუმენტები. მათ შორის, განიხილეს ირიგაციისა და ფერტიგაციის ახალი მეთოდები, სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობები, მეტეოროლოგიური სადგურების, ამინდზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ფენოლოგიური ფაზებისა და პროდუქტიულობის რუკის შედგენის ხერხები.  

 

შეხვედრას აგრო სექტორის 40-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა.

 

ღონისძიების სპიკერები იყვნენ:

  • ედვარდ შერმადინი,  აგროექსპერტი;
  • ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრონომი და სერტიფიცირების პროფესიონალი;
  • ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრო მიმართულების ხელმძღვანელი.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, აგროსექტორის წარმომადგენლებთან აგრომიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ შეხვედრა გაიმართა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ინიციატივა ხელს შეუწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების ბიზნეს პროცესებში იმპლემენტაციას, რაც თავისთავად, წარმოების ზრდასა და განვითარებას განაპირობებს. გვახარებს ჩვენი ინიციატივის მიმართ დაფიქსირებული მაღალი ინტერესი. რაც გვაძლევს მოტივაციას, შევქმნათ მცირე და საშუალო ბიზნესების ზრდის მხარდაჭერისთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.


ავტორი: R