16:02:59     12-07-2023
საქართველოს ბანკი და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია აგროსექტორის ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ შეხვედრას გამართავენ
საქართველოს ბანკი განაგრძობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობას. აგრომიმართულებით ტექნოლოგიების იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, წარმოების პროცესების კიდევ უფრო მეტად გასამარტივებლად და ეფექტურობის გასაზრდელად, ფინანსური ინსტიტუტი არაერთ პროექტს ახორციელებს.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, 18 ივლისს ქუთაისში, სასტუმრო Best Western Kutaisi-ში აგროსექტორის წარმომადგენლებთან ბიზნესშეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დარგის ექსპერტები მონაწილეებს აგრომიმართულებით ტექნოლოგიური გამოწვევებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ გაესაუბრებიან.
შეხვედრის სპიკერები იქნებიან:
- ედვარდ შერმადინი, აგროექსპერტი;
- ილია კუნჭულია, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის აგრონომი და სერტიფიცირების პროფესიონალი;
- ალექსანდრე მელქაძე, საქართველოს ბანკის აგრომიმართულების ხელმძღვანელი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ირიგაციისა და ფერტიგაციის თანამედროვე მეთოდებს, სატელიტური მონიტორინგის შესაძლებლობებს, რაც დაეხმარება მათ, გაზარდონ წარმოების მოცულობა. ასევე, მონაწილეები გაიგებენ თუ როგორ იმუშაონ ფენოლოგიური ფაზებსა და პროდუქტიულობის რუკის განსაზღვრაზე, მეტეოროლოგიური სადგურების, ამინდზე დაფუძნებული ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით.
„საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია მხარს უჭერს ქვეყანაში აგრობიზნესების განვითარებას. ჩვენ მიერ განხორციელებული ინიციატივების დიდი ნაწილი მიმართულია სამუშაო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობისკენ. ამისათვის კი არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ერთ-ერთ ასეთ ინიციატივას კი საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით ორგანიზებული შეხვედრა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც აგროსექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის სპეციალისტებთან ერთად ისაუბრონ თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით წარმოების მაქსიმიზაციის შესაძლებლობებზე, გაიგონ მეტი სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ და ფეხი აუწყონ მსოფლიოში არსებულ აგრო სექტორის ტენდენციებს“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის აგრო პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.
ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://go.bog.ge/3D9MOSd