17:39:28     28-06-2023
საქართველოს ბანკის და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, ქართულ სტარტაპებსა და უცხოელ ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს დამწყები ბიზნესების ზრდისა და განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას.
სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობით, ტექნოპარკში ქართულ სტარტაპებსა და ინვესტორებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს, უცხოელი ინვესტორებისთვის ქართული ტექ-კომპანიების და ტექნოლოგიური ბაზრის გაცნობა წარმოადგენდა. ქართველი სტარტაპერებისთვის კი ეს იყო შესაძლებლობა, საკუთარი ბიზნესები ინვესტორებისთვის გაეცნოთ, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები და პოტენციური საქმიანი კავშირები.
მოწვეულ ინვესტორებს შორის იყვნენ:
- არონ გერშენბერგი, მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის კომპანიის, SVB Capital-ის თანადამფუძნელებელი;
- იორამ ტიეტსი, წამყვანი გლობალური ზრდის კაპიტალის ინვესტორი ორგანიზაციის General Atlantic-ის უფროსი მრჩეველი;
- ისააკ აპლბაუმი, საინვესტიციო კომპანია MizMaa Ventures-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
- ჯონათან პულტიზერი, საინვესტიციო ორგანიზაცია Corner Ventures-ის გენერალური პარტნიორი.
ღონისძიებაში მონაწილეობა თერთმეტმა ქართულმა სატარტაპმა მიიღო, მათ შორის: Ensofy, Identomat, Arena Games, Kikliko, Arrival, Agronnect, Artisio, Phubber, Elven, Datamind და Kernel.
ამასთან, შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ორი პანელური დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებმა საქართველოში არსებული სტარტაპ ეკოსისტემა შეაფასეს, ისაუბრეს როგორც მისი განვითარების, ასევე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზების შესახებ და განიხილეს სტარტაპ ჰაბების ჩამოყალიბების პროცესი.
„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტექ-კომპანიების ზრდასა და სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, საქართველოს, როგორც სტარტაპების ჰაბის პოზიციონირებას და ინვესტორების დაინტერესებას. ამისათვის, ჩვენ არაერთ ინიციატივას ვუჭერთ მხარს.
საქართველოს ბანკისა და სტარტაპ გრაინდის თანამშრომლობის ფარგლებში გამართული შეხვედრა წარმოადგენს შესაძლებლობას დამწყები ბიზნესებისთვის, დაამყარონ კავშირები ინვესტორების ფართო საერთაშორისო ქსელთან, მოიზიდონ დაფინანსება და მოახდინონ საერთაშორისო ბაზარზე მასშტაბირება. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სტარტაპების გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას“, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი.