გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია />


  11:45:53     20-06-2023

გრეის ჰოპერის სახელობის 2023 წლის ჯილდოს გამარჯვებულები ცნობილია

1687260134რილიზი (1).jpg

16 ივნისს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და თიბისის ინიციატივით, გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, სადაც გამარჯვებულთა ვინაობა გახდა ცნობილი. ექვს ნომინაციაში ჯილდო გადაეცა იმ ადამიანებს, ორგანიზაციებსა და პროგრამებს, რომლებიც თავიანთი საქმიანობით ტექნოლოგიების სფეროს აძლიერებენ და მრავალფეროვანს ხდიან.

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს 2023 წლის გამარჯვებულები არიან:

  • ნანა ჯანაშია- მომავლის ლიდერი ქალი
  • თამარ ბოსიკაშვილი- ICT სფეროს ჩემპიონი
  • Bizon.ge - ტექნოლოგიური სტარტაპი
  • Technovation - ქალების გაძლიერების პროგრამა
  • Forset- მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია
  • ნინო გამისონია- ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი

ჯილდო გამარჯვებულებს განსაკუთრებული მიღწევებისთვის, ორგანიზაციის ფარგლებში პოზიტიური ცვლილებებისთვის, ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის თუ ქალების გაძლიერებისთვის გადაეცათ.

 

პროექტი 2021 წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ინიციატივით, თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა. წელს მისი მხარდამჭერები Visa, UN Women, Majorel, UGT, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) , აჭარა ჯგუფი, Lineate და გენდერული თანასწორობის საბჭო არიან.

 

ღონისძიების პარტნიორებმა და მხარდამჭერებმა გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადასცეს. მათ შორის დაჯილდოების მთავარმა პარტნიორმა, თიბისიმ, მომავლის ლიდერის კატეგორიისა და ტექნოლოგიური სტარტაპის კატეგორიის გამარჯვებულები დააჯილდოვა. თიბისი მათთვის მენტორობისა და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროგრამებს შეიმუშავებს.

„თიბისისთვის როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, რომ შექმნის დღიდან ვართ გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს პარტნიორები. მოხარულები ვართ, რომ პროექტი უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა და წელსაც გამოავლინა, წაახალისა და დააჯილდოვა ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით. ჩვენ წელსაც, ისევე როგორც გასული ორი წელი, დავაჯილდოვეთ მომავლის ლიდერისა და ტექნოლოგიური სტარტაპის ნომინაციის გამარჯვებულები და მათთან სამომავლოდაც გავაგრძელებთ თანამშრომლობას”, — ნინო მასურაშვილი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

“USAID მოხარულია, რომ უკვე მესამე წელია მხარს უჭერს გრეის ჰოპერის დაჯილდოებას, რომელიც წამოაჩენს საქართველოში ჩვენი პარტნიორობის ფუნდამენტურ როლს: კერძოდ, წარმატების მისაღწევად ქალებისა და გოგოების გაძლიერებას ეკონომიკის ყველა სექტორში. ICT ინდუსტრიაში ქალების ჩართულობის რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება, ისინი არამხოლოდ ერთვებიან ამ სექტორში, არამედ იკავებენ ლიდერის/მმართველის პოზიციებს საქართველოში მიმდინარე ინოვაციურ აქტივობებში. ეს ჯილდო ამერიკელი მეცნიერის გრეის ჰოპერის სახელს ატარებს, რომელიც ერთ-ერთი პიონერი იყო ICT სფეროში. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა ICT სექტორში ჩართულ ქალებს უფრო მეტ მოტივაციას მისცემს,“   -  აღნიშნა ჯონ პენელმა, USAID საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა. 

გრეის ჰოპერი ამერიკელი მეცნიერი, მათემატიკოსი, კომპიუტერულ მეცნიერებაში  ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე შთამაგონებელ და მისაბაძ მაგალითად ტექნოლოგიების დარგში. მისი სახელობის ჯილდო დარგში პოზიტიური ცვლილებების დაწყებას ემსახურება. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროექტის დახმარებით სამომავლოდ მეტი ქალი იპოვის საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში.

 

გაიცანით ფინალისტები და გამარჯვებულები- https://helloblog.ge/story/greis-hoperis-jildos-finalistebi--romlebic-teqnologiebshi-genderuli-TanasworobisTvis-ibrZvian?fbclid=IwAR3EEpymC32e9jDuxPs2mEe67e0h9QRWayz1HtQEPrvS-2Mc0YU_xCvkKi4

 


ავტორი: R