10:40:34     14-06-2023
სწრაფი ონლაინ სესხები: როგორ ხდის ევროკრედიტი ხელმისაწვდომს თქვენთვის სასურველ ავტომობილს?
დღევანდელ სამყაროში, როდესაც ცხოვრების ტემპი ასე აჩქარდა, ადამიანებს ფინანსური საკითხების სწრაფი გადაწყვეტები სჭირდებათ. თანხა ავტომობილის შესაძენად გჭირდებათ, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებების გადასაფარად, თუ ნებისმიერი სხვა სამომხმარებლო მიზნებისთვის, სწრაფი ონლაინ ავტოსესხი მსგავს ექსტრემალურ სიტუაციაში, ხშირად, მარტივი გამოსავალია.
ევროკრედიტი მიკროსაფინანსო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა თავისი მთავრი პროდუქტით - ყველაზე სწრაფი ავტოსესხით. ამრიგად, თუ სწრაფი ონლაინ ავტოსესხი გჭირდებათ ავტომობილის შესაძენად, შეგიძლიათ ბევრი აღარ ეძებოთ, ევროკრედიტის მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების საშუალებით, სასურველი თანხის მიღებას მარტივად და სწრაფად შეძლებთ.
რატომ ევროკრედიტი?
ევროკრედიტი საერთაშორისო ორგანიზაცია Zuk Group-ს მიეკუთვნება და საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ფუნქციონირებს. ევროკრედიტის მთავარი პროდუქტი ავტო სესხებია. წლების განმავლობაში კომპანიამ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწა და მომხმარებლის მოთხოვნებსა და ინტერესებს ზედმიწევნით მოარგო, რის შედეგადაც, ევროკრედიტი მაღალი სანდოობით გამოირჩევა.
ყველაზე სწრაფი ავტო სესხი?
როდესაც ვამბობთ ყველაზე სწრაფს და მარტივს, ნამდვილად ვგულისხმობთ ყველაზე სწრაფს და მარტივს, რადგან ევროკრედიტში ბიუროკრატიული პროცედურები მინიმუმამდეა დაყვანილი. ამრიგად, სწრაფი ონლაინ სესხები ევროკრედიტში ბარიერების გარეშე გაიცემა. მარტივი განაცხადის შევსება მომხმარებელს დისტანციურად, ევროკრედიტის ვებ გვერდიდან შეუძლია, ან საქართველოს 6 სხვადასხვა ქალაქში განთავსებული 11 ფილიალიდან - სასურველ სერვისცენტრში ვიზიტით.
რა არის საჭირო სესხის განაცხადის შესავსებად?
სესხის განაცხადის შევსება ევროკრედიტში უმარტივესია. ამისთვის საკმარისია, კომპანიის ვებ-გვერდზე www.eurocredit.ge დააჭიროთ სესხის მოთხოვნის ღილაკს და შეავსოთ შესაბამისი ველები. თქვენ დაგჭირდებათ პირადი ინფორმაციის შეყვანა, როგორიცაა, სახელი, გვარი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი და ავტომობილის ტექ. პასპორტის ნომერი. მას შემდეგ,ს რაც შეავებთ მოთხოვნილ ველებს და წარმატებით დაასრულებთ განაცხადის შევსების პროცესს, მომსახურების ოფიცერი ევროკრედიტში უმოკლეს ვადაში შეისწავლის თქვენს განაცხადს, დაამუშავებს და დაგიკავშირდებათ. სესხის დასამტკიცებლად, ერთჯერადად დაგჭირდებათ ესტუმროთ ევროკრედიტის თქვენთვის მოსახერხებელ ფილიალს, ავტომობილის შეფასების მიზნით.
რა კატეგორიის სატრასპორტო საშუალებებისთვისაა ევროკრედიტის ავტოსესხი?
ევროკრედიტი ავტო სესხს გასცემს ნებისმიერი სახის მსუბუქი თუ სატვირთო ავტომობილისთვის, რომელიც გამოშვებულია 2000 წლის შემდეგ. უმნიშვნელოვანესია აღინიშნოს, რომ სესხები გაიცემა როგორც განბაჟებულ, ასევე განუბაჟებელ ავტომობილებზე და რაც მთავარია, ევროკრედიტში სწრაფი ონლაინ სესხების მისაღებად არ გჭირდებათ შემოსავლების დადასტურება ან მაღალი საკრედიტო რეიტინგი.
რას გვთავაზობს ევროკრედიტი?
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაც ევროკრედიტს აქვს არის მოქნილობა. ევროკრედიტი ავტოსესხს გთავაზობთ 6 თვიანი საშეღავათო პერიოდით, თქვენზე მორგებულ გადახდის გრაფიკს და რაც მთავარია, ავტომობილი რჩება თქვენს სახელზე. ევროკრედიტში შესაძლებელია სესხების რეფინანსირება და პორტირება. გარდა ამისა, ევროკრედიტში ავტო სესხის მიღებისას, საჩუქრად გადმოგეცემათ დაზღვევის 200 ლარამდე ვაუჩერი.
აქვე, ცალკე უნდა გამოიყოს ევროკრედიტის მეგობრული გუნდი, რომელიც მუდმივად მზად არის დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ თვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 032 2 90 40 00, ან მისწეროთ მომსახურების ოფიცერს ევროკრედიტის სოციალური ქსელების გვერდებზე, ასევე ელ. ფოსტაზე [email protected]
შეჯამება
თუ ავტომობილისთვის თანხა დაგჭირდათ, ან თქვენი ავტომობილის უზრუნველყოფით სამომხმარებლო მიზნებისთვის გსურთ ფინანსური რესურსების მოძიება, ევროკრედიტი საუკეთესო ადგილია მოითხოვოთ და მიიღოთ თანხა ბარიერების გარეშე.