"გთხოვთ, აღარ განიხილოთ" - პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა "გთხოვთ, აღარ განიხილოთ" - პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა /> "/> " />


  16:53:11     09-03-2023

"გთხოვთ, აღარ განიხილოთ" - პარლამენტის თავმჯდომარემ რუსული კანონი ვენეციის კომისიიდან გამოითხოვა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვენეციის კომისიიდან რუსული კანონპროექტი გამოითხოვა.

პაპუაშვილის წერილი ვენეციის კომისიას:

"რამდენიმე დღის წინ გადმოგეცით წერილი, სადაც გთხოვდით ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, შემოთავაზებულმა რეგულაციებმა საქართველოს საზოგადოებაში განსხვავებული მოსაზრებები გამოიწვია. მცდარმა ნარატივებმა და იარლიყებმა შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და კონფრონტაციას დაუდო საფუძველი.

შესაბამისად, როგორც პასუხისმგებლიანი აქტორი, რომელიც ზრუნავს ქვეყანაში მშვიდობაზე, სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე, მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა აღნიშნული კანონპროექტების მხარდაჭერის გაწვევა და შემდგომი საკანონმდებლო განხილვების შეწყვეტა.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, აღარ განიხილოთ ჩვენი თხოვნა სამართლებრივი მოსაზრების მომზადების თაობაზე და შეაჩეროთ ამ მხრივ გადაწყვეტილების მიღების პროცესი.

ქალბატონო პრეზიდენტო, გიდასტურებთ ჩემს ღრმა პატივისცემას".


ავტორი: presa.ge