"ეს 5 წლის ზეჰრაა, ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, მამამისი მთელი დღე უმღეროდა და სასაცილო ამბებს უტყვებოდა" – თურქეთის ტრაგედია "ეს 5 წლის ზეჰრაა, ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, მამამისი მთელი დღე უმღეროდა და სასაცილო ამბებს უტყვებოდა" – თურქეთის ტრაგედია /> "/> " />


  19:52:38     06-02-2023

"ეს 5 წლის ზეჰრაა, ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, მამამისი მთელი დღე უმღეროდა და სასაცილო ამბებს უტყვებოდა" – თურქეთის ტრაგედია

1675698952329124209_2779252655538916_676031198157601825_n.jpg

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შესახებ წერს და ფოტოს ავრცელებს: 

"ეს 5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში.

ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი.

მამამისი ასე, მოკლე მკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.

ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი.

მაინც ვაი მის მამას, რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა", – წერს დათო ლიკლიკაძე.


ავტორი: presa.ge