The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში />


  12:54:13     26-04-2024

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

1714121690BOG x Digital CX Awards_865x465.jpg

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.

„ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სასაჩუქრე ბარათები, ბიზნესსა და სამომხმარებლო მობილბანკში „სთორების“ ახალი სივრცე, ბიზნეს დეპოზიტები, ბიზნეს შეთავაზებები, ბიზნეს და გადახდების მენეჯერი, API მენეჯერი, - ეს საქართველოს ბანკის მიერ 2023 წელს განხორციელებული ინიციატივების მხოლოდ ნაწილია, რის გამოც ფინანსურმა ინსტიტუტმა საერთაშორისო აღიარება დაიმსახურა.

საქართველოს ბანკის გუნდის მიზანი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული საბანკო გამოცდილების შეთავაზებაა. ამისათვის, ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლონ 24/7-ზე მხარდაჭერით, რაც ბანკის გუნდს ეხმარება, მუდმივად ეცნობოდნენ მომხმარებლის საჭიროებებსა და მოთხოვნებს, შედეგად კი შექმნან მათ უკუკავშირზე დაფუძნებული სერვისები და გააუმჯობესონ არსებული პროდუქტები.

 „Digital CX-ის ჯილდო ისეთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციების გამოვლენას ემსახურება, რომლებიც მუდმივად განვითარებად ციფრულ ეკოსისტემაში ქმნიან ისეთ ფინანსურ და საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს, რომლებიც მომავალი 5-10 წლის განმავლობაში მომხმარებლისთვის რელევანტური იქნება“, - აღნიშნავენ The Digital Banker-ის რედაქციაში.

2024 წლის ჯილდოს ფარგლებში მონაწილეობა 900-მდე ფინანსურმა ორგანიზაციამ მიიღო. აპლიკანტებს კი გამომცემლობის რედაქციასთან ერთად KPMG-ის, EY-ის, PWC-ის, Deloitte-ის, Forrester-ის წარმომადგენლები და სხვა, მსოფლიოში აღიარებული ექსპერტები რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებზე დაყრდნობით აფასებდნენ.

„საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური ბანკი, მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს თანამედროვე, მათ ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და პროდუქტები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რათა ჩვენს ფიზიკურ მომხმარებლებსა თუ ბიზნესებს შევთავაზოთ მათზე მორგებული გამოცდილება. იქნება ეს შეთავაზებების სივრცის მობილბანკში დამატება, სასაჩუქრე ბარათების შექმნა, QR-ის მეშვეობით თანხის განაღდების პროცედურის გამარტივება, sCoolApp-ში Chat GPT-ს ინტეგრაცია თუ სხვა.

The Digital Banker-ისგან მოპოვებული აღიარება ჩვენი გუნდის ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ, გავაუმჯობესოთ არსებული და შევქმნათ ახალი, კიდევ უფრო მეტად ინოვაციური საბანკო გამოცდილება ჩვენი მომხმარებლისათვის“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკის გუნდში.

ინფორმაციისთვის, Digital CX ჯილდო გლობალური პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს ისეთი ფინანსური ინსტიტუტები, რომლებიც მუდმივად ცვალებად ციფრულ ეკოსისტემაში მომხმარებლისთვის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ ციფრულ გამოცდილებას ქმნიან.


ავტორი: R