16:15:41     22-08-2022
"დუგინა მოკლა უკრაინელმა ქალმა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობდა" – ეფ–ეს–ბე
ეფ–ეს–ბე დარია დუგინას მკვლელობაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებს. უწყების ცნობით, მათ დანაშაული გახსნეს.
"დადგინდა, რომ დანაშაული მოამზადეს და განახორციელეს უკრაინულმა სპეცსამსახურებმა. შემსრულებელი არის 1979 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ნატალია ვოვკი," - ნათქვამია "ეფ-ეს-ბეს" განცხადებაში.
უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ვოვკი რუსეთში, 12 წლის ქალიშვილთან ერთად 23 ივლისს ჩამოვიდა და ქირით დუგინას მეზობლად ცხოვრობდა.