15:28:55     08-08-2022
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ" - ამირან გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ადასტურებს ინფორმაციას მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახენ:
"გიდასტურებთ, რომ ნამდვილად მივდივარ, დღეს იქნება შეხვედრა სამინისტროში, გავივლით იმ საკითხებს, რაც ეხება ყველაფრის ხავერდოვნად გადაბარებას, მოგეხსენებათ ჩვენი ცენტრი ერთ-ერთი წამყვანი დაწესებულებაა, ძალიან ბევრი საქმე კეთდება და ეს საქმე რომ არ იყოს მიშვებული, დავსახავთ გეგმას გარდამავალი პერიოდის და ამის შემდეგ მე ვტოვებ პოსტს", - თქვა გამყრელიძემ.