20:45:10     29-04-2022
"ბავშვები და ქალები უნდა დავხოცოთ...პირადად ამოვჭრი მათ გვამებზე სვასტიკებს" – რუსი ოკუპანტის სატელეფონო საუბარი დედასთან
უკრაინის დაზვერვა რუსი ოკუპანტის ივან კლიმენკოს სატელეფონო საუბარს ავრცელებს დედასთან:
"ყველა უნდა დავხოცოთ, ბავშვები, ქალები, ყველა ერთმანეთის მიყოლებით. მთელი უკრაინა უნდა გავანადგუროთ, ლვოვის ჩათვლით. ისე, რომ ეს ქვეყანა რუკაზე აღარ არსებობდეს. დედამიწიდან უნდა წავშალოთ", – ამბობს დედასთან საუბარში რუსი ოკუპანტი.
ამასთანავე ძალიან მძიმე განცხადებაც გააკეთა ივან კლიმენკომ:
"დანით პირადად ამოვჭრი უკრაინელების გვამებზე სვასტიკებს", – ამას კი დედის მხრიდან დუმილი მოჰყვა.
თავის მხრივ კი დედა ამბობს, რომ "უკრაინელები ასეთებად აშშ–მა აქცია"