17:01:09     17-03-2022
დავით მურაჩაშვილმა პერსონალური გამოფენა უკრაინის მოვლენების გამო აპრილში დააანონსა
მხატვარი დავით მურაჩაშვილი რუსეთ- უკრაინის ომის პირველივე დღეებიდან ჩართულია ორი ქვეყნის სამშვიდობო პროპაგანდაში და მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს. მხატვარმა ომის პირველივე დღეებში გამოაცხადა თავის ნახატებზე ფასდაკლება და შემოსული თანხა მთლიანად უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გადარიცხა. რუსეთ - უკრაინის ომის სცენარმა მხატვრის გეგმები შეცვალა: მას მარტის ბოლოს უკრაინაში დაგეგმილი ონლაინგამოფენაც ჩაეშალა და ამიტომ სექტემბერში დაანონსებული მისი პერსონალური გამოფენა 14 აპრილს ბილთმორში გაიმართება და შემოსული თანხა კვლავ უკრაინელი ბავშვების დახმარებას მოხმარდება. შეგახსენებთ, რომ დავით მურაჩაშვილის ნახატებზე ფასდაკლება გაგრძელდება 25 მარტის ჩათვლით და მყიდველს შეუძლია მასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა უკრაინელი ხალხის დახმარების აქციაში. ( მხატვრის გადაწყვეტილებით, ნახატის შემძენის სახელი სურვილის შემთხვევაში გასაჯაროვდება).