ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია />


  23:45:37     18-02-2022

ბიძინა კულუმბეგოვი - ქვეყანაში ერთ მილიონ მოსახლეზე კორონავირუსით 8 ადამიანზე მეტი რომ იღუპება, ეს უკვე განგაშის ნიშანია

კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა  განაცხადა.

„სამწუხაროდ, რეინფიცირების მაღალი რისკებია და „ომიკრონთან“ ეს ხუთჯერ გაზრდილია. რა თქმა უნდა, „ჯოგური იმუნიტეტის“ ცნება გაქრა, მსგავსი რამ არ მოხდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ინფექციის აღმოფხვრა და ამოძირკვა ვერ მოხდება“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელს, მისი თქმით, ამ კუთხით მაინც კრიტიკულ ზღვარზე ვართ.

„დელტასთან“ მიმართებაში თუ ვიტყვით, რომ 60 ათასი აქტიური შემთხვევა გვქონდა, მაშინ გარდაცვალება 70-80 იყო. იმ ტიპის მსგავსი სიკვდილობა რომ გვქონდეს, 200 ათას აქტიურ შემთხვევაზე, დღეში 250 ადამიანი უნდა გვეღუპებოდეს. „დელტას“ სიკვდილობა რომ ჰქონდეს ამას შერჩენილი, ეს უნდა იყოს დღეში 200 ადამიანის სიკვდილი, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება


ავტორი: პრესა.ჯი