ექიმები, ფსიქოლოგები და აბორტები  - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას ექიმები, ფსიქოლოგები და აბორტები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას />


  00:11:42     20-09-2021

ექიმები, ფსიქოლოგები და აბორტები - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას

"მთავარი აქცენტები", ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში სუსის მოქმედმა თანამშრომელმა ისაუბრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსმენს ყველას, მათ შორის ექიმებსა და ფსიქოლოგებს, რომლებთანაც, მისი თქმით, "სერიოზული, ცნობადი სახეები დადიან". უკანონო მოსმენა არსებობს... საზოგადოების ფენების მიხედვით არის სტრუქტურა. ავიღოთ ფსიქოლოგები, ცალკე დეპარტამენტია ფსიქოლოგების სამსახური და ვინც კი სერიოზული ფსიქოლოგია, ყველა დაერთებული ჰყავთ, იმიტომ რომ იმასთან სერიოზული ცნობადი სახეები მიდიან. ფსიქოლოგს და მის მომსახურებას იწერენ... ავიღოთ მაგალითად ექიმები, ექიმისა და პაციენტების ურთიერთობა, ექიმს უსმენენ... კიდევ არის აბორტები... რამდენიმე სერიოზული ექიმი ვინცაა, აბორტებს ვინც აკეთებენ, ეგენი ჰქონდათ გადაღებული. რამდენიმე ცნობადი პირი იყო დაფიქსირებული, ვიღაცის ცოლი, მეგობარი, ვინც აბორტი გაიკეთა.... - ამბობს პირი, სუსის თანამშრომელი, რომლის ვინაობასაც არ ვასაჯაროებთ.

ავტორი: პრესა.ჯი