როგორ უსმენენ და უღებენ მოსამართლეებს და ვის აშანტაჟებენ უზენაეს სასამართლოში? როგორ უსმენენ და უღებენ მოსამართლეებს და ვის აშანტაჟებენ უზენაეს სასამართლოში? />


  13:56:52     16-09-2021

როგორ უსმენენ და უღებენ მოსამართლეებს და ვის აშანტაჟებენ უზენაეს სასამართლოში?

163178649960.jpg

მოსმენების სანდალი გრძელდება. სასულიერო პირების შემდეგ მოსამართლეები... ცნობილი ხდება რომ სუსში, იმ განყოფილების გარდა, რომელიც სასულიერო პირებზე მუშაობდა, კიდევ ერთი სამსახური ფუნქციონირებს, რომლის ამოცანა სასამართლო ხელისუფლებაში დასაქმებული პირების ფარული მიყურადება, თვალთვალი და მათზე „კომპრომატების“ შეგროვებაა.

ეს სწორედ ის მეთოდია, რომლითაც ქართული ოცნების ხელისუფლება, სასამართლოზე გავლენას ინარჩუნებს, ხოლო მოსამართლეების დიდი ნაწილი, პარტიული დავალებების შემსრულებლები გახდნენ.

კერძოდ: ჩვენს მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, სუსს, „კომპრომატები“ აქვს სასამართლო ხელისუფლების სამივე შტოზე. მათ შორის კი, ე.წ. სასამართლო კლანზე: ჩინჩალაძეზე, ურთმელიძეზე, მურუსიძეზე, თადუმაძეზე, გაბინაშვილსა და სხვებზე.

როგორ აშანტაჟებს სუსი მოსამართლეებს...

სუსი იღებს და იწერს ყველაფერს, რაც სასამართლო ხელისუფლებას ეხება. კერძოდ: ვინ რომელ მოსამართლეს დაურეკა და რატომ, რა სმს შეტყობინება მიუვიდა ამა თუ იმ მოსამართლეს, ვინ არის მისი ახლობელი, მეგობარი...

სუსი აგროვებს ამა თუ იმ მოსამართლის არაოფიციალური საქმიანობის ამსახველ ცნობებს, ინფორმაციას მისი ვალის, შემოსავლის წყაროს, ოჯახის წევრების, მათი კავშირების, გავლენის ჯგუფისა და სხვა, რეჟიმისთვის საინტერესო ფაქტების შესახებ...

სუსი ცდილობს მოიპოვოს მტკიცებულებები ამა თუ იმ მოსამართლის ფარული კავშირების, „ბნელი“ მხარეების თაობაზე. შეაგროვოს ისეთი ფაქტები, რომლითაც რეჟიმს მოსამართლის მორჩილება გაუადვილდება.

რომელ მოსამართლეზე რა კომპრომატს ფლობს ქართული ოცნება?

გვაწვდიან ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც სუსი „კომპრომატებს“ ფლობს მოსამართლეთა საკმაოდ სოლიდურ ნაწილზე. მათ შორის სასამართლო ხელისუფლების ყველაზე გავლენიან და ოდიოზურ ფიგურებზეც.

გვიყვებიან რომ მსგავსი მონაცემები, სუსს და ზოგადად, რეჟიმს, მოსამართლეზე გავლენის მოპოვებასა და რეჟიმისთვის სასურველი სასამართლო გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ასე  წაართვეს რუსთავი 2 მესაკუთრეებს. ასე დააპატიმრეს ნიკა მელია. ასე მიუსაჯეს პატიმრობა, ვადაგასულ საქმეზე, კრიტიკული მედიის დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილს“...

მართლაც, ერთერთი ბოლო, პოლიტიკურად ანგაჟირებული განაჩენი, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელს ეხებოდა. ის ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ორმა ინსტანციამ გაამართლა. საბოლოოდ კი, წლების შემდეგ, მაშინ, როდესაც ფაქტობრივად, ყველა ვადა გასული იყო, უზენაეს სასმართლოში საქმე თაროდან ჩამოიღეს და დავით კეზერაშვილს 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, დაუსწრებლად.

უზენაესი სასამართლოს „ტროიკის“ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, წინ უსწრებდა პრემიერ ღარიბაშვილისა და ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის პირდაპირი მუქარა კრიტიკული მედიის დამფუძნებლის მიმართ.

გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლეებს შორის კი, 2 ისეთი მოსამართლეა, რომელზედაც, ჩვენს მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, ხელისუფლება გარკვეული სახის მაკომპრომეტირებელ მასალას ფლობს (ისევე როგორც მოსამართლეთა დიდ ნაწილზე), რაც როგორც ჩანს, მათი მორჩილების წინაპირობაა.


ავტორი: presa.ge