წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა />


  18:51:59     24-08-2021

წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

 წყნეთის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და სამანქანე გზის ნაწილი ჩაანგრია. შემთხვევის ადგილას მშენებლობა მიმდინარეობს და ადგილობრივებიც მომხდარს სწორედ ამ ფაქტს უკავშირებენ. მათივე ინფორმაციით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა.

 სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელების თქმით მათ მშენებლობის ნებართვა აქვთ.

 ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები. როგორც ვაკის გამგებელმა, დავით კვინიკაძემ განმარტა, შემთხვევას მუნიციპალური ინსპექცია შეისწავლის. იქამდე კი სამშენებლო სამუშაოები შეჩერდება. 


ავტორი: პრესა.ჯი