16:18:21     19-08-2021
გიორგი გახარიასაც შეიძლება დააბრალონ, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდო - ვოლსკი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერისთვის, იარაღის შესაძლო ჩადების ფაქტზე.
როგორც ვოლსკი ამბობს ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როდესაც "მთავარი არხის" დამფუძნებელი და მეწილე გიორგი რურუა დაიჭირა.
"დაბრალება ადვილია! აკაკი ბართაიას დაკავება არ წარმოადგენს საკითხს, რაზეც შეიძლება ეჭვები გაგიჩნდეს. ასეთი რამ სახელმწიფოს არ ახასიათებს. არანაირი ფასეული წარმომადგენელი ბართაია არ არის. პირიქით, როდესაც ასეთი რამ ხდება, სწორედ სახელმწიფო პოლიტიკური გუნდი ზიანდება - მეტი პასუხები შენ უნდა გასცე, ვიდრე სხვამ, რომელმაც იარაღი ჩაიდო საბარგულში თუ ქამარში. ვის რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ადამიანის მიმართ, ვისაც არავინ არ იცნობს და არანაირი პოლიტიკური წონა და რესურსი არ გააჩნია?! ასეთივე ბრალდებები იყო გიორგი გახარიას მიმართ, როცა ამბობდნენ, რომ რურუას, რომელსაც არაერთი კანონიერი იარაღი აქვს, არ შეიძლება უკანონო იარაღი ჰქონოდა, მაშინ როცა ქვეყანაში რევოლუციური პროცესები მიმდინარეობდა", - თქვა ვოლსკიმ.